თავდასხმა ჩერნოგორიაში აშშ-ის საელჩოზე
ჩერნოგორიის უშიშროების ძალებმა ალყა შემოარტყეს ამ ქვეყანაში შეერთებული შტატების საელჩოს მას შემდეგ, რაც ღამით შენობაზე თავდასხმა მოეწყო: მას ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს. ამის შემდეგ თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. ოფიციალური პირების ცნობით, არავინ დაშავებულა. 22 თებერვალს, ნაშუადღევს, ჩერნოგორიის პროკურატურამ და პოლიციამ დაასახელეს სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა: დალიბორ ჯაუკოვიჩი, რომელსაც „სერბიაში დაბადებულ“ პირად მოიხსენიებენ. გავრცელდა აგრეთვე ინფორმაცია, რომ მიმდებარე ტერიტორიის შემოწმებისას, უშიშროების ძალებს არ უპოვიათ სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში