სარგსიანი გრძელდება
ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩია ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 17-ის წინააღმდეგ. სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრად წარადგინეს სომხეთის მმართველი "რესპუბლიკური პარტიის" და მისი კოალიციური პარტნიორის, „დაშნაკცუტუნის“ საპარლამენტო ფრაქციებმა. სარგსიანის მმართველობის გაგრძელების წინააღმდეგ სომხეთში 13 აპრილიდან დაიწყო საპროტესტო აქციები. საპროტესტო მოძრაობის, „ჩემი ნაბიჯის“ ლიდერმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკოლ პაშინიანმა 17 აპრილს განაცხადა, რომ სომხეთში იწყება არაძალადობრივი, სახალხო, ხავერდოვანი რევოლუცია. 2015 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმადვე, ქვეყანა საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა და სომხეთში, პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი გახდა ყველაზე დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი პირი. 2014 წელს, სერჟ სარგსიანმა დადო პირობა, რომ ის „არ ისწრაფვის“ პრემიერ-მინისტრობისკენ. ოპოზიცია სარგსიანს პირობის დარღვევაში ადანაშაულებს.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან