„აიისა“ სასამართლოში - გამოხატვის თავისუფლებიდან ცენზურამდე
4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა პრეზერვატივების მწარმოებელი ქართული ბრენდი „აიისა“ და მას ბაზრიდან პროდუქციის ამოსაღებად ერთი კვირის ვადა მისცა. სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპანიამ დაარღვია კანონი რეკლამის შესახებ. მოსამართლის აზრით, პროდუქტზე განთავსებული წარწერები და გამოსახულებები არაეთიკურია, რადგან შეიცავს რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს. „აიისას“ „სადავო“ პრეზერვატივების შეფუთვაზე გამოსახულია თამარ მეფე, წარწერით „სამეფო კარი თამარში“, ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივი და გვირგვინი წარწერით - „ძლევაი საკვირველი“. თბილისის მერიამ პრეზერვატივების რეკლამა „არაეთიკურად“ მიიჩნია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი შეადგინა და სასამართლოს მიმართა. მერიაში კი, თავის მხრივ, პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა იდეამ“ იჩივლა. კომპანია „აიისა“ დანებებას არ აპირებს და სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს. დაცვის მხარემ მოსამართლის გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ცენზურად შეაფასა.
ეპიზოდები
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ
-
მაისი 25, 2026ქუჩა, როგორც პროტესტის არქივი - როგორ იბრძოდნენ საქართველოში