ალეკო ელისაშვილი: მე აქ მოვედი ზაზა სარალიძის სანახავად
რუსთაველის მოედანზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებთან ალეკო ელისაშვილი ზაზა სარალიძის სანახავად მივიდა, თუმცა სარალიძე იქ არ დახვდა. "მე აქ მოვედი ზაზა სარალიძის სანახავად. კარავში არ არის, ტელეფონი გამორთული აქვს, მინდოდა მასთან პირისპირ დალაპარაკება და ახსნა, რომ რაც წუხელ ხდებოდა, დაუშვებელია. ყველა ვხედავთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მძევლად აიყვანა ეს კაცი. მის პირად ტრაგედიას და ტკივილს იყენენ რევოლუციის მოსაწყობად. როგორც ჩანს კუპრავები და სხვები იღებენ ჰოლანდიიდან მითითებებს და ურევენ ამ კაცს ტვინს. დღეს რეალურად ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას ეხმარება, რომ გამოძვრეს სიტუაციიდან. მე ქართულ ოცნებას მივმართე და კიდევ მივმართავ, დღის ბოლომდე დაასახელონ ან შავგულიძე, ან ანა დოლიძე მთავარ პროკურორად. სისტემის დანგრევა თუ გვინდა, ამ საქმეების გამოძიება თუ გვინდა, მთავარი პროკურორი უნდა იყოს მიუკერძოებელი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ადამიანი. ოცნება კი გამოძვრება, დღეს ეს აქცია თუ ჩაფლავდება, მაგრამ ეს და სხვა საქმეები გამოსაძიებელია და ამ სიტუაციას ვერ დაუსხლტება. - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან