Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი სესიაშვილი: პირველი ჯარისკაცი ვიქნები ვინც ქვეყანას მოღალატეებისგან დაიცავს


პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი გედევან ფოფხაძის განცხადებას გამოეხმაურა და არჩევნების მეორე ტური შეაფასა:

„საზოგადოებას უნდა ავუხსნათ რეალური მოცემულება. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სააკაშვილით, თავის ვაშაძით და თავის გაერთიანებული ოპიზიციით აცხადებს, რომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. ხალხს ეუბნებიან ღიად, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში და შევცვლით ხელისუფლებას. თუ გადავხედავთ კონსტიტუციას და პრეზიდენტის კომპეტენციებს, ამის არანაირი უფლება არ აქვს პრეზიდენტს. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ სიმბოლური თანამდებობაა პრეზიდენტის და მხოლოდ კრიზისების დროს შესაძლოა მისი როლი განისაზღვროს, ისიც ფორმალურად. როდესაც ისინი ასეთ დაპირებებს იძლევიან, გამოხატავენ აგრესიას, საუბრობენ ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ - არა, საუბრობენ, რომ მწამებლებს და დამნაშავეებს გამოუშვებენ. სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერანაირად ვერ დაბრუნდება თუ არა რევოლუციური სცენარი. ამ მწამებლებს რომ გამოუშვებენ, ფონს რომ შექმნიან, რომ ხელისუფლება უნდა შეცვალონ, ეს ბუნებრივია, რევოლუციური სცენარია. რაც მათ აწყობთ. დაძაბულობის პირობებში ეკონომიკა გაჩერდება, ინვესტორი აღარ შემოვა. ბიზნესმენს სააკაშვილის სახელს რომ უხსენებ, მაშინვე უნდა, რომ თავისი ბიზნესი გაყიდოს და გაიქცეს ქვეყნიდან. ამ ვითარებაში, პროცესი რომ დაიძაბება, სულ რომ არანაირი თანამდებობა არ მეკავოს, მე ვიქნები პირველი ჯარისკაცი ვინც ამ ქვეყანას მოღალატეებისგან, მწამებლებისგან და კაცთმოძულეებისგან დაიცავს. ბუნებრივად მივდივართ აქამდე. დარწმუნებული ვარ, ახლა სხედან, იძახიან ვაშაძე იმარჯვებსო და სიებს აკეთებენ ვინ უნდა დაიჭირონ - ჯერ კიდევ გვარამია როდის აცხადებდა ვინ უნდა დახვრიტოს, ვინ უნდა გაასამართლოს პირადად. რაც ვერ შეასრულეს, რომ ვერ დაგვხოცეს, ამის განხორციელებას გეგმავენ. ერთი განცხადება მაჩვენეთ გრიგოლ ვაშაძის, რომ საუბრობდეს რას გააკეთებს პრეზიდენტის კომპეტენციის ფარგლებში. არც ერთი ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. ისინი ამბობენ, რომ უნდა ავრიოთ ქვეყანა, რევოლუცია უნდა მოვაწყოთ, მკვლელები უნდა გამოვუშვათ და ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. არა პირდაპირ, ეს არის სახელმწიფო კონსტიტუციური წესრიგის შეცვლა არაკანონიერი მეთოდებით.

ჩვენი ბევრი მხარდამჭერი არ წავიდა არჩევნებზე, რადგან დარწმუნებული იყო გამარჯვებაში. ვითარება შეიცვალა და ხალხმა რეალურად დაინახა რა შეიძლება მოყვეს „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს. ერთ მხარეს დგას შეუსრულებელი ძალადობის სურვილი, მეორე მხარეს კი, დგას შეიძლება იდეალური ხელისუფლება არა, მაგრამ მშვიდობა, უსაფრთხოება და ქვეყნის განვითარება. ამ ვითარებაში დარწმუნებული ვარ, ჩვენ გამარჯვებას მოვიპოვებთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი სესიაშვილმა.

ციტატები

XS
SM
MD
LG