Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის შეფასებით, უმჯობესი იქნებოდა არჩევნების შაბათ-კვირას დანიშვნა


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა არჩევნების დანიშვნა შაბათს, ან კვირას.

„ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა მისცენ ხმა და ამის საშუალება მათ ძირითადად სწორედ შაბათ-კვირას აქვთ, თუმცა ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში არსებობს საკმაოდ მაღალი შიდა მიგრაცია და მოქალაქეებს უწევთ შორ დისტანციაზე წასვლა ხმის მისაცემად იქ, სადაც არიან რეგისტრირებული. ამის საშუალება კი, შაბათ-კვირას უფრო მეტად არის, ვიდრე ერთი დღის განმავლობაში, თუნდაც ერთი დღე გამოცხადდეს უქმედ“ - უთხრა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, რამდენადაც იცის, კანონი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შაბათ-კვირას დანიშნულიყო. „ამიტომ, სამწუხაროა, რომ ასე მოხდა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ნეგატიურად არ აისახება მათ შორის ამომრჩევლის აქტივობაზე არჩევნების დღეს. თუმცა უფრო მისასალმებელი იქნებოდა, რომ არჩევნები დანიშნულიყო შაბათ-კვირას" - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათს, 28 ნოემბერს დანიშნა. ეს დღე უქმედ გამოცხადდება. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას ღამის 12 საათამდე შეძლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG