"დაიცავი განათლება", "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს"... - თბილისში, ფილარმონიასთან დაიწყო ტრადიციად ქცეული შაბათის საპროტესტო მარში.
„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა 59 ადამიანი შეიწყალა, მათგან 57 მსჯავრდებული იყო, ორს კი ნასამართლობა მოეხსნა. ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს შორის გამართული საუბრის შემდეგ, Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტი ირანში მყოფი მომხმარებლებისთვის უფასო გახდა.
10 იანვარს, ყოველდღიური პროტესტის 409-ე დღეს, თბილისში "შაბათის მარში" გაიმართა.
თბილისში, ირანის საელჩოსთან რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ ირანში მიმდინარე აქციების მხარდასაჭერი აქცია გამართეს.
ვენესუელის ხელისუფლებამ 8 იანვარს გამოაცხადა, რომ ციხეებიდან ათავისუფლებს „დიდი რაოდენობის“ პატიმრებს, მათ შორის უცხოელებს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალებმა სპეციალური ოპერაციის დროს ვენესუელის ყოფილი ლიდერი ნიკოლას მადურო დააკავეს.
27 დეკემბერს, ყოველდღიური პროტესტის 395-ე დღეს, თბილისში შაბათის ტრადიციული საპროტესტო მსვლელობა იმართება.
უკრაინაში ასიათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა, რუსეთის მხრიდან ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მიტანილი იერიშების შემდეგ. ამ შინაარსის განცხადება კვირას დილით გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიების უზენაესმა სააპელაციო სასამართლომ ახლახან გამოაქვეყნა საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მილიარდერი ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის „კრედიტ სუისის“ მრავალწლიან დავაზე.
სასამართლომ „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელი, გელა უძილაური დამნაშავედ ცნო როგორც განზრახ, ასევე ანგარებითა და შეკვეთით მკვლელობაში.
რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად მიიღეს ვაშინგტონში“.
ჩამოტვირთე მეტი