ფოტოსესია ასაკს მიღმა
91 წლის ანჟელა და 83 წლის ლამარა ცოტა ხნით ფოტომოდელებად იქცნენ. დიზაინერმა მეგი გაბუნიამ ქალები თანამედროვე სამოსში გამოაწყო და ამ ჟესტით სხვა პროფესიის ადამიანებს შეახსენა, რომ ასაკი ბევრს არაფერს ცვლის. ანჟელა მეგის ბებიაა. ლამარა კი მეგიმ რამდენიმე ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე შემთხვევით გაიცნო და დაუმეგობრდა. ქალებს ბევრი რამ აქვთ საერთო. ისინი ადრეულ ასაკში, 20-22 წლის ასაკში დაქვრივდნენ და შვილები დამოუკიდებლად აღზარდეს. ანჟელა დღემდე, კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარი ხელით უვლის ვენახს. ლამარა კი თბილისში ცხოვრობს და სოციალურად დაუცველის სტატუსს ელოდება, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მოუხსნეს. ნინო თარხნიშვილი თომა ბეგიაშვილი. მეგი გაბუნია მომავალში კვლავ გეგმავს ფოტოსესიებს სახელწოდებით „მეტი ყურადღება მოხუცებს“
ეპიზოდები
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
იანვარი 22, 2026ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები
-
იანვარი 14, 2026პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში
-
იანვარი 07, 2026სახლიდან გამოძევებული - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან
-
იანვარი 02, 2026ნათელა გრიგალაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
დეკემბერი 26, 2025ზეიმი და პროტესტი „სიკეთით სავსე ქალაქში“