Accessibility links

site logo site logo

დოლისყანის მონასტრის კარიბჭესთან ტუალეტის მშენებლობა შეწყდა


თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დოლისყანის კარიბჭესთან ტუალეტის მშენებლობა შეწყვეტილია, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ სატელეფონო საუბარში განუცხადა.

მისი სიტყვებით, თურქული მხარე გაგებით მოეკიდა საქართველოს პოზიციას, რისთვისაც ელჩი მათ მადლობას უხდის.

„ჩვენ მივიღეთ შეტყობინება, რომ სოფელ ართვინში, დოლისყანის მონასტრის კარიბჭესთან მიმდინარეობდა საპირფარეშოს მშენებლობა. ჩავაყენეთ საქმის კურსში თურქეთის კულტურის სამინისტრო, ძეგლთა დაცვის და სხვა სამსახურები და მათ მიიღეს გადაწყვეტილება მშენებლობის შეჩერების შესახებ.“

გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ტუალეტის მშენებლობის გადაწყვეტილება ადგილობრივების მიერ იყო მიღებული.

ცნობა, რომ დოლისყანის კარიბჭესთან ტუალეტის მშენებლობა მიმდინარეობდა, პროფესორმა ბუბა კუდავამ თავის ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG