Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამუხის ველზე ქურციკების მეხუთე თაობა დაიბადა

WWF
WWF

საქართველოში ერთ დროს გადაშენებული ქურციკების მეხუთე თაობა დაიბადა. ქურციკები ანუ ჯეირნები, რომლებიც საქართველოში მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდნენ, კვლავ შეგვიძლია ვიხილოთ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სამუხის ველზე - ინფორმაციას ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ავრცელებს.

ქურციკები სავარაუდოდ ორი კვირის წინ გაჩნდნენ, მაგრამ მათი გადაღება მხოლოდ ახლა მოხერხდა.

2014 წლიდან საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ტერიტორიებზე 40 ქურციკი გადმოიყვანეს. ამ ეტაპზე, ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 90-ზე მეტი ინდივიდია დაფიქსირებული.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

​
XS
SM
MD
LG