Accessibility links

site logo site logo

ამბროლაურს გადაუდებელი ავადმყოფების ტრანსპორტირებისთვის რეანომობილი გადაეცა


ამბროლაურს, დაუყოვნებელი რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანომობილი გადაეცა. რეანომობილი რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში 5 აგვისტოდან განთავსდა,- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანახმად, ამბროლაურის კლინიკაში მოხდება ანესთეზიოლოგიის, ქირურგიის და ყველა გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მობილიზება, ასევე განთავსდება აპარატურა ტრამვებისა და დაზიანებების ადრეული შეფასებისა და სასიცოცხლი ფუნქციების გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანახმად, რეგიონებიდან პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების პრევენციის მიზნით გეგმა შედგება, სამოქმედო გეგმის დასახვა კი უკავშირდება უკანასკნელი კვირების განმავლობაში რეგიონებიდან პაციენტების ტრანსპორტირების გართულებულ შემთხვევებს.

ბოლოდროინდელმა სავალალო გამოცდილებამ კერძო მიმწოდებლების მიერ მართული რეანომობილების მუშაობაში არსებითი ხარვეზები გამოააშკარავა. სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და ტექნიკური გადაცდომების გამოვლენის მიზნით, სამინისტრომ სერვისების მიმწოდებლების რიგგარეშე შემოწმება უკვე დაიწყო. ნებისმიერი მიმწოდებელი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, გამოეთიშება პროცესს. ამის შედეგად წარმოქმნილი დეფიციტის შევსებას კი, საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს გადაუდებელი დახმარების სამსახური უზრუნველყოფს", - აღნიშნულია განცხადებაში..

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2 აგვისტოს, უკვე ძალაში შევიდა განახლებული სანებართვო პირობები გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის.

ამბროლაურისა და ონისთვის რეანომობილის გადაცემის მოთხოვნით 29 ივლისს მოქალაქეთა ჯგუფმა პეტიცია გაავრცელა. პეტიციის ავტორები წერდნენ, რომ სწორედ სხვა რაიონიდან გამოძახებული რეანომობილის დაგვიანებამ გაართულა 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG