Accessibility links

გვარამიას თქმით, „რუსთავი 2“-ში დაბრუნების შესახებ მასთან ჟურნალისტებს არ უსაუბრიათ


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება ირაკლი იმნაიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ არხიდან წასული ჟურნალისტების ნაწილს სურს დაბრუნება.

„ვინ სად დაბრუნდება, ამაზე პასუხი არ მაქვს. არავის ჰქონია ჩემთან საუბარი იმაზე, რომ „რუსთავი 2“- ში დაბრუნდებოდა და თუ ვინმე დაბრუნდება, იხილავთ. მე ვიცი, ჩემთან ვინ იმუშავებს და ვინ იქნება. ვინ სად აპირებს დაბრუნებას რატომ უნდა მაინტერესებდეს?! მე მხოლოდ ის ვიცი, ვინ მჭირდება და ვინ იმუშავეს ჩემთან“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ირაკლი იმნაიშვილს „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას სთავაზობს, როგორც იმნაიშვილი ამბობს, მოლაპარაკება ფინალურ სტადიაზეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG