იცი რატომ მომკლეს? - ვიტალი საფაროვის შეკითხვა დეპუტატებს
საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატი, პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტი დღეს მიიღებს წერილს, რომელშიც ერთადერთი კითხვაა - იცით რატომ მომკლეს? ამ კითხვას მათ ვიტალი საფაროვი უსვამს - 25 წლის უფლებადამცველი, რომელიც ერთი წლის წინ, თბილისის ცენტრში, სავარაუდოდ, ეთნიკურ ნიადაგზე მოკლეს. სასამართლომ საფაროვის მკვლელები გაასამართლა ჯგუფურად, განზრახ ჩადენილი და არა ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობისათვის და მათ 15-15 წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. წერილი და ულტრა მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან საქართველოში არსებულ საფრთხეებზე ჩატარებული გამოკვლევა ხელისუფლებას ვიტალის მეგობარმა და კოლეგამ, "ჩართულობისა და განვითარების" ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მარჯანიშვილმა მიუტანა.
ეპიზოდები
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან