Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, ილია მეორეს შეხვდა


3 ნოემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად ესტუმრა პატრიარქს.

საპატრიარქოს პრესსამსახურის თანახმად, ივანიშვილი „შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია“.

შეხვედრა 31 ოქტომბრის სინოდის სხდომას მოჰყვა, რომელზეც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს; გადაწყვეტილებას პეტრე ცაავამ უსამართლო უწოდა და მიზეზად დაასახელა მის მიერ ეკლესიაში "მამათმავლობის მხილება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG