Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში „ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს


ამ წუთებში „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან იმყოფებიან.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, მათ პროტესტის ნიშნად ოპოზიციური პარტიის ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს. ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა.

„მიშას მონებო" - ამ შეძახილებით მიმართავდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს მმართველი პარტიის მხარდამჭერები. ადგილზე პოლიცია არის მობილიზებული.

„ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ამ ფორმით უპასუხეს ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისზე ბოქლომის დასადებად მივიდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG