Accessibility links

ქუთაისში "ქართული ოცნების" ოფისზე ბოქლომის დადების მცდელობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა


გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისზე ბოქლომის დასადებად მივიდნენ, „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, დაძაბულობას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

„ოცნების“ მხარდამჭერები ამბობენ, რომ „არ მისცემენ „დაბოქლომების“ უფლებას“. გაერთიანებული ოპოზიციის წევრების თქმით კი, ისე დაუპირისპირდნენ „ოცნების“ წარმომადგენლები, რომ მათი მისვლის მიზეზიც არ იცოდნენ. დაპირისპირების დროს ოფისის მინა დაიმტვრა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების შენობებისა და მმართველი პარტიის ოფისებზე ბოქლომის დადებას. მათი პროტესტი 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელ დაპირებას უკავშირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG