Accessibility links

პროკურატურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებულ საქმეზე


თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გიორგი დვალიშვილის განცხადების საფუძველზე 2019 წლის 7 ნოემბერს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილით, - იტყობინება პროკურატურა.

„გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. მათ შორის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოწმე გიორგი დვალიშვილისგან ამოღებულ ვიდეომასალაზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. საგამომოძიებო მოქმედებების ამოწურვის შემდეგ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - აცხადებენ საგამოძიებო ორგანოში.

„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეო, რომელიც 2014 წელს არის გადაღებული და სადაც ჩანს, როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახო იზორიას. დაკავებიდან მალევე, ვახო იზორიას საპატრულო პოლიციის ავტომანქანიდანვე ათავისუფლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG