Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო გადადო


გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს პარლამენტის პიკეტირებას და "სირცხვილის კორიდორის" მოწყობას გეგმავდა აქცია გადადო ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა. მან პარლამენტს მოუწოდა გადადოს საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომაც.

„ასეთი ენით აუწერელი ტრაგედიის ფონზე, ჩვენ ყველას გვჭირდება დაფიქრება, მობილიზება და გლოვა, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მინდა მოვუწოდო საქართველოს პარლამენტის გადაიდოს დღევანდელი სხდომა“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი სიტყვებით, ოპოზიცია ხვალ ისევ შეიკრიბება პარლამენტთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით.

6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა 3 თებერვალს ბაღდათში გაჩენილმა ხანძარმა.

წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპნენ ახალგაზრდა ქალი, მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილი და ოჯახის ახლობელი ქალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG