Accessibility links

logo-print logo-print

ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს პარლამენტთან


პარლამენტთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები საპროტესო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები პლაკატებითა და სასტვენებით ხელში პარლამენტის შენობის შესასვლელებთან დგანან და „სირცხვილის კორიდორს“ უწყობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ დეპუტატებს.

საპროტესტო აქციის მოთხოვნა უცვლელია -დემონსტრანტები პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქციებს რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდნენ პარლამენტის შენობის წინ.

უმრავლებიის დეპუტატთა დიდი ნაწილი უკვე პარლამენტის შენობაში იმყოფება. იქ უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

გუშინ პარლამენტმა მუშაობა განაახლა. ოპოზიცია აქციას გუშინ გეგმავდა, მაგრამ საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს ოპოზიციის მიერ დაანონსებული პიკეტი და“სირცხვილის კორიდორი“ ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო დღეისთვის გადაიდო.

დღეს პარლამენტში პლენარული სხდომაა. სესიაზე "მინისტრის საათის" ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა. ოპოზიცია საპარლამენტო სხდომებს ბოიკოტის გამო არ ესწრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG