Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციური სამსახური: ციხეებში კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ასრულებენ


საქართველოს პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ციხეებში კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციებს ასრულებენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ პრევენციულ ზომებს ჯერ კიდევ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დადასტურებამდე მიმართეს. მსგავსი რეგულაცია ვრცელდება ე.წ. მიმღებ ციხეებზეც, სადაც ბრალდებულები ხვდებიან.

"განსაკუთრებული კონტროლია დაწესებული იმ პირებზე (ბრალდებულებზე), ვისაც აქვს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია, ასევე ექსტრადაციას დაქვემდებარებულ პირებზე, ვინც სხვა ქვეყნიდან არის საქართველოში ექსტრადირებული", - განმარტავენ პრესსამსახურში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევა დადასტურდა. პრევენციის მიზნით, სწავლა შეწყდა ყველა კერძო თუ საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მუშაობა შეწყვიტა თეატრების ნაწილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG