Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე პრეზიდენტს მიმართეს


ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

„ფაქტია, რომ სიტუაციის საბოლოო განმუხტვას სჭირდება იმ პირების გათავისუფლება, რომელთაც ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს... მოგმართავთ, რომ განიხილოთ გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხი​“, - წერია განცხადებაში, რომელიც რადიო თავისუფლებას უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მიაწოდა.

10 თებერვალს, თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნეს „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG