Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილზე: ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა


ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ქვეყანაში და ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, რომელსაც ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით, სადაც სისტემურად გვჭირდება დახმარება, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის მიერ Stopcov -ის ფონდში 100 მილიონის გადარიცხვის კომენტირებისას.

გიორგი გახარიას სიტყვებით, საქართველო ახლა ორ ფრონტზე იბრძვის - ეს არის ჯანმრთელობისა და ეკონომიკის ფრონტზე ბრძოლა და ყველა მობილიზებული რესურსი ამ ბრძოლას მოხმარდება.

„ქართუ"და ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, რომელსაც ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით, იქ, სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, სადაც სისტემურად გვჭირდება დახმარება, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან იქ, სადაც სახელმწიფოს უჭირს და ეს არის უაღრესად დასაფასებელი. დღეს საზოგადოება ხედავს, როგორ მუშაობს ეს დაზღვევა რეალურ ცხოვრებაში და არა პოლიტიკური კეკლუცობის ნაწილში, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა. ამის შესახებ ინფორმაცია ივანიშვილის პოლიტიკურმა პარტია "ქართული ოცნებამ" გაავრცელა.

ივანიშვილის დონაციის შემდეგ, ანგარიშზე 124 543 899 ლარია მობილიზებული.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG