Accessibility links

საქართველოს ხელისუფლება კუბილიუსის წერილს მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევისკენ მოწოდებად აღიქვამს


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ეხმაურება ევროპარლამენტის წევრის ანდრიუს კუბილიუსის წერილობით მიმართვას საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ.

„ანდრიუს კუბილიუსის მიერ მის წერილში კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე საუბარი ჩვენს მიერ აღქმულია, როგორც პირდაპირი მოწოდება, რომ ხელისუფლების და მმართველი პარტიის მხრიდან მოხდეს ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში, რაც ჩვენთვის არის გაუგებარი, მიუღებელი და ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპებს“, - თქვა ირაკლი ბერაიამ.

ანდრიუს კუბილიუსი მიმართვაში აღნიშნავს, რომ 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილისადმი გამოტანილი ხუთწლიანი პატიმრობის განაჩენი მხარეთა შორის უნდობლობის ზრდის გამოხატულებაა. აქვე იგი აღნიშნავს, რომ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ქვეშ აყენებს შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა მიაღწიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG