Accessibility links

ომბუდსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ ცოლს მხარდაჭერას უცხადებს


საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ ცოლს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ლომჯარიამ ფეისბუკზე დაწერა.

"მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან!" - აცხადებს ლომჯარია.

ის ასევე ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმეს შეისწავლის.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას დღეს, 24 მაისს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ძალადობაში მონაწილეობდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაც. ის დაკავებული არ არის.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება.

ამავე თემაზე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG