Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საპატიმრო დატოვა - ადვოკატი


ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საპატიმრო დატოვა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მისმა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ მიაწოდა.

მისივე ინფორმაციით, მან 100 ათასი ლარი გირაოს სახით, დაახლოებით, 3 საათის წინ გადაიხადა.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას დღეს, 24 მაისს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ძალადობაში მონაწილეობდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაც. ის დაკავებული არ არის.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება.

ამავე თემაზე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG