Accessibility links

გამყრელიძე განმარტავს, რომ 4 შემთხვევაში ინფიცირების წყაროს ვერდადგენა მეორე ტალღას არ ნიშნავს


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ 4 ახალ შემთხვევაში ინფიცირების წყაროს ვერდადგენა ქვეყანაში კორონავირუსის "მეორე ტალღის" დაწყებას არ ნიშნავს. ასე უპასუხა მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტს, რომელმაც ამ საკითხზე დასვა კითხვა.

"მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ საქართველოსთვის ეპიდსიტუაცია ამ ტიპის იქნა, როგორიც დღეს გვაქვს... გუშინ ჩემი განცხადებები პრევენციული ხასიათის იყო და განპირობებული იმით, რასაც მე ქალაქში ვუყურებ - ადამიანები მოვეშვით", - თქვა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ნებისმისეირ რესპირაციული ვირუსი აქტიურდება აცივებასთან ერთად.

მისი თქმით, თუ იქნება მეორე ტალღა, ამისთვის უახლოესი ოთხი თვის განმავლობაში უნდა მოემზადნონ.

გუშინ, 10 ივნისს საქართველოში კორონავირუსის რამდენიმე ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 4 მოქალაქის ინფიცირების წყაროს ეპიდემიოლოგები ამ დრომდე ვერ ადგენენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კი აღნიშნა, რომ "ეს მეორე ტალღა" იყო.

ამავე თემაზე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG