Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე ამბობს, რომ ფეისბუკზე გამოქვეყნებული ბანერის გამო "არ ერიდება"


მმართველი პარტიის ლიდერი და თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ "არ ერიდება" იმ ბანერის გამო, სადაც სამი ტელევიზია "მთავარი არხი" "მთავარ სიცრუედ", "ფორმულა" "სიცრუის ფორმულად", ხოლო "TV პირველი" "პირველი სიცრუის" სახელებით არის მოხსენიებული. ამ თემაზე კალაძემ "ფორმულას" ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ისაუბრა.

"ჩვენ არაფერს არ ვიგონებთ. ჩვენ პასუხი გვექნება თქვენივე გაკეთებულ სიუჟეტებზე ფაქტებით, არგუმენტებით", - თქვა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაესახელებინა, რომელიმე მაგალითი, რომელიც "ფორმულას" მიერ სიცრუის გავრცელებას ასახავდა, კალაძემ ასე უპასუხა: "დაელოდეთ და ყველაფერს ნახავთ. დღეს გექნებათ ბევრი მაგალითი".

გუშინ, 25 ივნისს თბილისის მერმა, კახა კალაძემ დააანონსა, რომ "ფეიკ ნიუსების" წინააღმდეგ ბრძოლას იწყებდა, დღეს კი ფეისბუკის მის ოფიციალურ გვერდზე ბანერი გამოქვეყნდა, სადაც სამი ტელევიზიის ლოგოები იყო გამოქვეყნებული და ყველას სახელს სიტყვა "სიცრუე" ჰქონდა დამატებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG