Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე ამბობს, რომ იწყებს „ფეიკ ნიუსებთან“ ბრძოლის კამპანიას 


კახა კალაძე, თბილისის მერი
კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუკზე“ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ხვალ, 25 ივნისს „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს. ის ასახელებს კონკრეტულ ტელეკომპანიებს, რომლებსაც, მისი თქმით, დაუპირისპირებს ფაქტებსა და სიმართლეს.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური და მასშტაბური გახდა მსოფლიოში „ფეიკ ნიუსებთან“ ბრძოლა. ვინც თვალს ადევნებთ ინფორმაციას, იცით რომ ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ ომი გამოუცხადა დეზინფორმაციას, რადგან ტყუილის გავრცელება და პროპაგანდა დაბალი ხარისხის დემოკრატიის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი იარაღი გახდა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზნების მისაღწევად. სამწუხაროა, რომ ჩვენმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ სწორედ დეზინფორმაციის გზით გადაწყვიტა ადგილის დამკვიდრება და ყურადღების მიქცევა, რაშიც ისინი აქტიურად იყენებენ საკუთარ ტელევიზიებს. ისმის კითხვა, რა დავუპირისპიროთ ცრუ „მთავარს“, თუ ტყუილში „პირველებს“, თუ მათთან ასოცირებულ „ფეიკ ნიუსების“ გამავრცელებლებს. რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, სიმართლე და სწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. დედაქალაქის მერიამ ამ თითქმის სამი წლის მანძილზე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ინფრასტრუქტურული , სოციალური, კულტურული მიმართულებით. ჩვენ ვთქვით, რომ მერიის უწყების საჯაროობა, მუშაობის პროცესის თვალის დევნება, თანამონაწილეობა და ჩართულობა ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისთვის საკმარისია, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ”, - თქვა კალაძემ ვიდეომიმართვაში.

მერი ამ საკითხზე პირველ ვიდეოჩართვას 25 ივნისს, გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG