Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ "ფეიკ ნიუსებზე" ვიდეო კალაძემ პირადი თანხებით დაარეკლამა


თბილისის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ თბილისის მერის გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო თბილისის მერმა, კახა კალაძემ პირადი თანხებით დაარეკლამა და ამაში ბიუჯეტის ფული არ დახარჯულა. პოსტის რეკლამირებაზე ინფორმაცია "მითების დეტექტორმა" გაავრცელა.

მერიაში არ აქვთ ინფორმაცია, რა თანხა დახარჯა მერმა თავისი ვიდეოგადაცემის რეკლამირებაში.

თბილისის მერი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ "მთავარი არხი", "ფორმულა" და "TV პირველი" დეზინფორმაციას ავრცელებენ. სწორედ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის გასაქარწყლებლად დაიწყო მან გასულ კვირას ფეისბუკგადაცემების გაკეთება.

ამავე თემაზე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG