Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურნავა: Wizz Air არსად არ გადის, რჩება ჩვენი მოქალაქეების ერთგული


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air საქართველოს ბაზარს არ ტოვებს. მინისტრის თქმით, კომპანია ფრენების აღდგენაზე საქართველოს ხელისუფლებისგან თანხმობას ელოდება.

"მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ "ვიზეარი" არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს... ახლახან პირადად ვესაუბრე კომპანიას და "ვიზეარი" თავადაც დაადასტურებს საჯაროდ, რომ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, ერთგული რჩება თავისი მომხმარებლების, ჩვენი მოქალაქეების, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში "ვიზეარის" მეშვეობით და ჩვენი ხელშეწყობით ძალიან კომფორტულად და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით მგზავრობდა საქართველოდან და პირიქით", - თქვა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ტექნიკური საკითხია ის, თუ სად იქნება კომპანიის თვითმფრინავები ბაზირებული, საქართველოში თუ სხვა ქვეყანაში. მინისტრი განმარტავს, რომ თვითმფრინავების გადაჯგუფების მიზანი კომპანიის ხარჯების შემცირებაა.

კომპანიის თვითმფრინავები საქართველოდან რამდენიმე წელია დაფრინავენ. Wizz Air საქართველოდან რეისებს ასრულებდა როგორც ბაზირებული თვითმფრინავებით (ქართული ეკიპაჟი), ასევე, არაბაზირებულით.

Wizz Air-ის თვითმფრინავები პანდემიამდე საქართველოდან 13 ქვეყანაში 25-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავდა, ახლა არცერთი რეისი არ სრულდება.

ამავე თემაზე:

XS
SM
MD
LG