Accessibility links

თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს


ჯუმბერ ბაჩალიაშვილი იმ ადგილას, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს მისსავე კუთვნილ ავტომობილში.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს გამოძიებამ დაუკმაყოფილა განცხადება გარდაცვლილის მამის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ, რაც ოჯახს და მის ადვოკატს საქმის მასალებზე სრულად წვდომის შესაძლებლობას მისცემს. განცხადება დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით ადვოკატმა 23 ივლისს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში შეავსო. სწორედ ამ განყოფილებას აქვს საქმე გადაცემული გამოძიებისთვის. ადვოკატის თქმითვე, შეიცვალა საქმის კვალიფიკაციაც და თავისუფლების უკანონო აღკვეთას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

მიხეილ რამიშვილი საქმის მასალებისთვის პოლიციის სამმართველოში მისვლას დღის ბოლომდე გეგმავს, ოჯახი კი საქმეში არსებულ მასალებს სავარაუდოდ ხვალ გაეცნობა, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალს დაკრძალავენ.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG