Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გასახსნელად ადვოკატმა შესაძლოა მიმართოს FBI-ს


ადვოკატი მიხეილ რამიშვილი
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს მიმართა და უახლოეს პერიოდში შესაძლოა ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გასახსნელად ამერიკიდან სპეციალისტები მოიწვიოს.

„აღარ გვინდა რაღაც-რაღაცების დეკორატიული შეფუთვები, ეს არის მთელი ერის ტრაგედია. გლოვის ზარები ყველას ოჯახში არ უნდა ჩამოიკრას. ამიტომ კეთილი ინებოს შინაგან საქმეთა მინისტრმაც და გენერალურმა პროკურორმაც. უკვე მივმართე შესაბამის ორგანოს, საელჩოსაც. ალბათ, ძალიან მალე ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც მოვითხოვ, ფედერალური ბიუროდანაც მოხდეს სპეციალური ექსპერტების მოწვევა, რომ მოხდეს კომპიუტერის გახსნა. იმიტომ, რომ ჯერ 21-ე საუკუნეს ვერ მივაღწიეთ საქართველოში. აღმოჩნდა, რომ ვერ ხსნიან. როცა უნდათ დაშინების და გაჩუმების მეთოდებით ხსნიან, როცა უნდათ ევაჭრებიან, აშინებენ - შეთანხმებებს რატომ არღვევ. სიტყვის და გამოხატვის უფლება ყველას უნდა გააჩნდეს, მე-17 საუკუნეში არ ვცხოვრობთ და რუსეთი არ ვართ“, - თქვა მიხეილ რამიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

შეკითხვაზე, ამ კომპიუტერში დევს თუ არა პასუხი, რა დაემართა თამუნა ბაჩალიაშვილს? - რამიშვილმა უპასუხა: „შესაძლებელია. მე წინასწარ ვერ გეტყვით რა დევს, მაგრამ ფაქტი არის, რომ რაღაცები შეიძლება იყოს აღმოჩენილი“.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

ასევე ნახეთ: ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, პოლიციის მაღალჩინოსნები ოჯახს გაჩუმებას სთხოვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG