Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი — შატილის ტურის ორგანიზატორი კომპანია


ტურისტული კომპანია „თრეველერ.ჯი“ აცხადებს, რომ გამოძიებას ყველა დეტალს მიაწვდიან, რათა დადგინდეს შატილში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი.

კომპანია საკუთარ ფეისბუკ გვერდზე სამძიმარს უცხადებს ავტოკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს.

„განუზომელია სევდა რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით... გვჯერა, გადარჩენილი მგზავრები მალე გამოჯანმრთელდებიან“, - წერია კომპანიის პოსტში.

შატილის გზაზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. გარდაცვლილია 17 ადამიანი, ხოლო 3 მძიმედ დაშავდა. ტურის ორგანიზატორი კომპანია „თრეველერ.ჯი“ იყო.

წაიკითხეთ მეტი: სიკვდილი გზებზე - შეიძლება თუ არა საფრთხის თავიდან აცილება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG