Accessibility links

ლელოს შემდეგ, მუნიციპალურმა ინსპექციამაც ჩამოხსნა "პატრიოტთა ალიანსის" ბანერები


ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის 2 სარეკლამო ბანერი ჩამოხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. ქალაქის მთავრობას გავრცელებულ განცხადებაში არ დაუკონკრეტებია, რომელი პარტიის რომელ ბანერებზეა საუბარი, თუმცა განმარტეს, რომ ის, რაც ინსპექციამ ჩამოხსნა, უნებართვოდ იყო განთავსებული და ამ სამართადარღვევის გამო ისინი ოქმებს საქალაქო სასამართლოში გადაგზავნიან.

ბათუმის მერიის პრესამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, საქმე ეხება "პატრიოტთა ალიანსის" ბანერებს, უკანონოდ განთავსება კი განმარტეს, რომ ამ ბანერების შინაარსი და დიზაინი არ ყოფილა შეთანხმებული მერიის ზედახედველობის სამსახურთან.

"უნებრთვოდ განთავსებული სარეკლამო ბანერი ორ ადგილას ოყო. ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციას ჰქონდა სამართლებრივი რეაგირება ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, განთავსებულ სარეკლამო ბანერერზე. ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით"- აცხადებენ ბათუმის მერიაში პატიოტთა ალიანსის დღეს გაკრულ ბანერებზე.

პატრიოტთა ალიანსის ერთი ბანერი მუნიციპალურ ინსპექციამდე ჩამოხსნა "ლელოს" წევრმა და ბათუმის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემაც.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები კი აპირებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართოს და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბილბორდის კანონთან შეუსაბამობა გააპროტესტოს.

"პატრიოტთა ალიანსის" ჩამოხსნილ ბანერებზე გამოსახულია საქართველოს რუკა, სადაც წითელი ფერით გამოყოფილია აფხაზეთი, სამხრეთი ოსეთი და აჭარა. ბილბორდზე ასევე გაკეთებულია წარწერა: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“, ამასთან, საფრთხის წარმომავლობის სადემონსტრაციოდ გაკეთებულია თურქეთის მხრიდან აჭარისკენ მიმართული ისრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG