Accessibility links

"ქართული ოცნების" დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა


"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადასტურებენ რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს პარტიის პრესსამსახურშიც.

"გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რაც შესაბამის დროს პროტოკოლით არის გათვალისწინებული. დადასტურებულ პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს დროებით შეეზღუდათ კონტაქტები და დროებით იზოლაციაში გადავიდნენ. ასევე, მიმდინარეობს თანამშრომლების ინტენსიური ტესტირება და ოფისს ჩაუტარდა დეზინფექცია", - აცხადებენ პარტიაში და დასძენენ, რომ ამ დრომდე მათ არცერთ სხვა თანამშრომელს ვირუსი არ დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 1 469 პირს დაუდასტურდა, მათგან 1 221 გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG