Accessibility links

საქართველოში 22-მდე გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი


ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის მამაკაცი.

რადიო თავისუფლებას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ პაციენტი კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 სექტემბერს გადაიყვანეს და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას ჰქონდა პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა. ანამნეზიდან გაირკვა, რომ 2020 წლის აგვისტოში გადატანილი ჰქონდა ჰემორაგიული ინსულტი.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 77 წლის ქალი.

20 სექტემბრიდან საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული სამი პაციენტი. გარდაცვლილთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG