Accessibility links

ზუგდიდში მძევლების აყვანის თემაზე ზურაბიშვილი პარტიებსა და მედიას მიმართავს


სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანის საკითხზე მიმართავს პოლიტიკურ პარტიებსა და მედიებს.

„მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას“, - აცხადებს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილი მოუწოდებს მედიებს, „გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“.

„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა დაახლოებით 20 მძევლიდან ერთ-ერთს, „მთავარი არხის“ ეთერში დაარეკვინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურს, 500 ათასი დოლარი გადასცენ და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება მისცენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG