Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს განცხადებით, ზუგდიდში სპეციალური ოპერატიული მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს


ზუგდიდში მომხდარი ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს. როგორც სამინისტრო აცხადებს, სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს.

შსს კიდევ ერთხელ გამოდის მოწოდებით, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს ოპერაციას.

სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

კადრებში ჩანს, რომ გამტაცებელი მძევლებთან ერთად გამოდის ბანკიდან და პოლიციის ავტომანქანაში ჯდება.

რამდენიმე წუთის წინ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მძევლად აყვანილმა ირაკლი კვარაცხელიამ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ შენობიდან სამი კაცის გარდა ყველანი გამოიყვანეს. მისი ინფორმაციით, პოლიციის წარმომადგენლებმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში.

„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა ერთ-ერთ მძევალს „მთავარი არხის“ ეთერში დაარეკვინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურდა, 500 ათასი დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG