Accessibility links

ირაკლი ღარიბაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე": მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს


საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გაუქმდეს. ამის შესახებ მან ფეისბუკზე პოსტი დაწერა.

"ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ ვეღარ დარჩება პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს!", - აცხადებს ღარიბაშვილი.

საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ოპოზიციურმა პარტიებმა და "ქართულმა ოცნებამ" ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც მათ საარჩევნო პროცესში ვალდებულებები აიღეს. ქცევის კოდექსის მიხედვით, საარჩევნო კამპანიის წარმოებისას პარტიები თავს შეიკავებენ ისეთი საჯარო გამოსვლებისგან, რომელიც გულისხმობს ცილისწამებას, ღალატის, ტერორიზმის ან სხვა დანაშაულის დაბრალებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG