Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის შტატები, სადაც არჩევნების ბედი წყდება


შენიშვნა: პენსილვანიის შტატის ბოლო მონაცემებით, ამ მომენტისთვის დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ჯო ბაიდენს უწინასწარმეტყველებენ, რომ საარჩევნო კოლეგიის, სულ მცირე, 273 წევრის ხმას იგებს. რესპუბლიკელ კანდიდატს - პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ ეტაპისთვის 214 ხმა აქვს მოპოვებული.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატს საარჩევნო კოლეგიაში მინიმუმ 270 წევრი უნდა ჰყავდეს.

აშშ-ის ამ საკვანძო მნიშვნელობის შტატებში ჯერაც არ გადაწყვეტილა არჩევნების შედეგი:

არიზონა (ამომრჩეველთა კოლეგიის 11 წევრი)

ბაიდენი - 49,6%, ტრამპი - 48,9%

გამოსაცხადებელი დარჩა შედეგების 1%-ზე ნაკლები

ბაიდენი ლიდერობს 20,573 ხმით

შენიშვნა: არიზონაში წელს მწვავე კონკურენციის მოწმე ვართ, მაგრამ აქამდე ამ შტატში რესპუბლიკელებს ანიჭებდნენ უპირატესობას 1996 და 1952 წლების გარდა.

2016 წელს დონალდ ტრამპმა დაახლოებით 4%-ის სხვაობით მოიგო.

ჯორჯია (16)

ბაიდენი - 49,5%, ტრამპი - 49,3%

გამოსაცხადებელი დარჩა შედეგების 1,0%-ზე ნაკლები

ბაიდენი ლიდერობს 7,264 ხმით

შენიშვნა: ჯორჯიაში წელს მწვავე კონკურენციის მოწმე ვართ, მაგრამ აქამდე ამ შტატში უკანასკნელ ათ საპრეზიდენტო არჩევნებში ცხრაში რესპუბლიკელებს ანიჭებდნენ უპირატესობას.

მცირე სხვაობის გამო მოსალოდნელია ხმების გადათვლა.

2016 წელს დონალდ ტრამპმა დაახლოებით 5%-ის სხვაობით მოიგო

ნევადა (6)

ბაიდენი - 49,9%, ტრამპი 47,9%

გამოსაცხადებელი დარჩა შედეგების 3.8%

ბაიდენი აქ ლიდერობს 25,699 ხმით

შენიშვნა: მერყევი შტატი მრავალი წლის განმავლობაში. 1912 წლიდან მოკიდებული, ნევადაში ყოველთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს უჭერდნენ მხარს ორი შემთხვევის გარდა. მათგან ერთი შემთხვევა იყო 2016 წელი. ჰილარი კლინტონმა დაახლოებით 2%-ის სხვაობით მოიგო.

პენსილვანია (20)

ბაიდენი - 49,7%, ტრამპი - 49,2%

გამოსაცხადებელი დარჩა შედეგების 3,6%

ბაიდენი ლიდერობს 34,414 ხმით

შენიშვნა: ე.წ. დემოკრატიული „ლურჯი კედლის“ ნაწილი. 1992 წლიდან მოკიდებული, პენსილვანია დემოკრატ კანდიდატს აძლევდა ხმას, სანამ 2016 წელს დონალდ ტრამპი შეცვლიდა ამ ტენდენციას. იმ წელს პენსილვანია ოთხ ყველაზე კონკურენტულ შტატს შორის იყო. ტრამპმა დაახლოებით 0,7%-ის სხვაობით მოიგო.

7 ნოემბერს ამ შტატის მონაცემებზე დაყრდნობით აშშ-ის უმსხვილესმა მედია-ორგანიზაციებმა გამოაცხადეს, რომ ჯოზეფ ბაიდენმა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად არჩევისთვის აუცილებელ 270 ხმაზე მეტი მოიპოვა საარჩევნო კოლეგიაში.

4 ნოემბერს კი ბაიდენი ამ ორ შტატში დაასახელეს გამარჯვებულად:

მიჩიგანი (16)

ბაიდენი - 47,7%, ტრამპი - 45,2%

გამოსაცხადებელი დარჩა შედეგების 1%-ზე ნაკლები

შენიშვნა: ე.წ. ლურჯი კედლის ნაწილი. 1992 წლიდან მოყოლებული ამ შტატში დემოკრატების კანდიდატს უჭერდნენ მხარს 2016 წლამდე, როცა ტრამპმა გაიმარჯვა მიჩიგანში. იმ წელს კანდიდატებს შორის სხვაობა ყველაზე მცირე ამ შტატში იყო. ტრამპმა დაახლოებით 0,2%-ის სხვაობით მოიგო.

ვისკონსინი (10)

ბაიდენი - 49,6%, ტრამპი - 48,9%

გამოსაცხადებელი დარჩა შედეგების 1,7%

შენიშვნა: ვისკონსინი ე.წ. ლურჯი კედლის ნაწილია. 1988 წლიდან ის დემოკრატებს ანიჭებდა უპირატესობას, სანამ 2016 წელს დონალდ ტრამპი შეცვლიდა ამ ტენდენციას. იმ წელს ვისკონსინი ოთხ ყველაზე კონკურენტულ შტატს შორის იყო. ტრამპმა დაახლოებით 0,8%-ის სხვაობით მოიგო.

*სტატია განახლებულია ახალი მონაცემებით

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG