Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს შეცვლილი მონაცემებით, მცხეთაში მეორე ტური გაიმართება


ცესკოს წინასწარი მონაცემები შეიცვალა, რომლის მიხედვითაც, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქში პირველ ტურში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ვეღარ იმარჯვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სამაჟორიტარო ოლქშიც მეორე ტური იმართება.

განახლებული მონაცემებით პირველ ორ კანდიდატს შორის ხმები ასე ნაწილდება:

  • შალვა კერესელიძე (ქართული ოცნება) - 49,67%;
  • ცეზარ ჩოჩელი (ძალა ერთობაშია) - 33,78%.

ამ სამაჟორიტარო ოლქში მეორე ტურის ჩატარება ნიშნავს, რომ "მმართველ პარტიას" 74-მდე შეუმცირდა მანდატების რაოდენობა.

მცხეთაში მონაცემების შესაძლო ცვლილება ცესკოს თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ დააანონსა ტელეეთერით. ის აღნიშნავდა, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიამ ქსნის ციხის მონაცემები შეისწავლა და მაჟორიტარულ ნაწილი გაუქმდა.

ზღვარგადალახული პარტიები სრულად და სხვა ოპოზიციური პარტიები არ ენდობიან ცესკოს შედეგებს და განმეორებით არჩევნებს მოითხოვენ. ისინი კვირას აქციას გეგმავენ.

XS
SM
MD
LG