Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს ნოდარ რუხაძე, ლექსო მაჭავარიანი და გიორგი მჟავანაძე


ნოდარ რუხაძე
ნოდარ რუხაძე

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია"-ს წევრები ნოდარ რუხაძე, ლექსო მაჭავარიანი და გიორგი მჟავანაძე დააკავეს. მათი ნაწილის დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, გახდა ის, რომ მათ სურდათ რუსთაველის გამზირზე შეშის შემოტანა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ლექსო მაჭავარიანთან საუბარში განმარტა, რომ აქციაზე არ შეიძლება ადვილად აალებადი ნივთის შეტანა. სირაძემ დაასახელა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის მე-11 მუხლი, რომელშიც ნათქვამია: „შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: ა)იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი". სწორედ ასეთად მიიჩნია ვაჟა სირაძემ შეშა. შელაპარაკების შემდეგ კი საპატრულო პოლიციამ დააკავა ლექსო მაჭავარიანი.

ვიდეო: სამოქალაქო ჟურნალისტიკის პლატფორმა „გხედავ".

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე არაფრის თქმა შეუძლიათ.

„სირცხვილია“-ს აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე თქვა, რომ არ დაემორჩილებიან კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებულ ზომებს და დილის 05:00 საათამდე დარჩებიან პარლამენტის წინ. სწორედ, ამიტომ მათ სჭირდებათ აქციაზე შეშის მიტანა და ცეცხლის დანთება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG