Accessibility links

site logo site logo

„სახლში რომ ვართ, ყველა ავად ვართ“ - მობილური ოპერატორების ანტენები სახლის სახურავზე


მობილური ოპერატორის ანტენა მუხიანში

მუხიანში 16-სართულიანი კორპუსის მცხოვრებლები, წლებია, ითხოვენ დაშალონ მაგთიკომის GSM სადგური, რომელიც მათი კორპუსის სახურავზე დგას. მობინადრეები ამბობენ, რომ მაღალი გამოსხივება გაუსაძლისს ხდის ცხოვრებას კორპუსში, თუმცა ვერ ამტკიცებენ, რომ მათი ჯანმრთელობა მკვეთრად სწორედმაგთიკომისფიჭური სადგურის გამო გაუარესდა. სახელმწიფოს კონტროლის მექანიზ კი სუსტია და მოქალაქეების სასარგებლოდ არ მუშაობს.

43 წლის რუსუდან სამხარაძე მე-16 სართულზე ცხოვრობს, მის ჭერსა და GSM სადგურს შორის დაშორება ორიოდე მეტრია. რუსუდანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ანტენების დამონტაჟებიდან სამი თვის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, ექიმთან მისულმა კი აღმოჩინა, რომ ძუძუს კიბო აქვს. რუსუდანი ახლა ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს.

„ჩემი 20 წლის შვილიც შევამოწმე შეშინებულმა და მასაც ფიბროადენომა აღმოაჩნდა. ექიმი გადაირია, ასეთ ახალგაზრდას მსგავსი რამ არ უნდა ჰქონდესო. საავადმყოფოში მეუბნებიან, ყველა შემთხვევაში მაგის [გამოსხივების] ბრალია, აზრი არა აქვს მკურნალობას, ისევ იმ ბინაში თუ დარჩებიო“.

მუხიანის მე-3 მიკრორაიონში მე-18 კორპუსის თავზე „მაგთიკომის“ GSM საბაზო ფიჭური სადგური 2017 წლის ივნისში დააყენეს. 16- სართულიან კორპუსს მომგებიანი პოზიცია აქვს, მასზე განთავსებული ანტენები გლდანსაც ფარავს და მუხიანსაც. აპარატურა ორიოდე მეტრის სიმაღლისაა და შუა სხვენზე დგას. ხელშეკრულების მიხედვით, ის იქ კიდევ ორი წელი უნდა დარჩეს.

GSM საბაზო სადგური მობილური ტელეფონის აბონენტებთან კავშირგაბმულობას უზრუნველყოფს. მისი სიხშირის დიაპაზონი ელექტრომაგნიტური ტალღის ენერგიის ნაკადის სიმკვრივით იზომება. გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობით დასახლებულ პუნქტებში გამოსხივება არ უნდა იყოს მეტი, ვიდრე 10 მიკროვატი სანტიმეტრ კვადრატში. თუ მაჩვენებელი უფრო მაღალია, ის ჯანმრთელობისთვის საშიში ხდება. მე-18 კორპუსის მცხოვრებლები ეჭვობენ, რომ საქმე სწორედ ამ შემთხვევასთან აქვთ, თუმცა „მაგთიკომი“ მობინადრეებთან შეხვედრისას ირწმუნება, რომ მაჩვენებლები ნორმაშია.

გავდივარ სახლიდან და კარგად ვარ

ნონა მექოშვილი რუსუდანის მეზობელია, ისიც ბოლო სართულზე ცხოვრობს. 49 წლისაა. ამბობს, რომ გულის ოპერაცია დასჭირდა. მანამდეც აწუხებდა, მაგრამ მდგომარეობა „მაგთიკომის“ სადგურის დაყენების შემდეგ გაურთულდა: „ყველა ასე ვართ ოჯახში. ხუთი კაცი, სამი წელია, თავის ტკივილებით ვიღვიძებთ“, - ამბობს ის. ​„გამაყუჩებლებზე შევსხედით, 2-3 აბს ვსვამთ, ბავშვებიც კი. 17 წლის ბიჭი მუდმივადციტრამონსითხოვს. მეშინია, გამოკვლევაზე რომ წავიდე“, - ჩივის კორპუსის კიდევ ერთი მკვიდრი, ნათია კულუმბეგოვი.

63 წლის ეკა მესხიძეც ამბობს, რომ კარგად მხოლოდ მაშინ არის, როცა სახლიდან გადის.

მეუღლე ჩემზე ასაკოვანია და გაუსაძლის მდგომარეობაში ვცხოვრობთ. ყოველდღე ვიღვიძებთ თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, გულისრევის შეგრძნებით. გავდივარ მერე კორპუსიდან მეგობართან, შვილთან და ვარ ძალიან კარგად. ვბრუნდები სახლში და იწყება უბედურება“.

რუსუდან კასრელიშვილი, რომელიც ასევე ამ კორპუსში მე-16 სართულზე ცხოვრობდა, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას მეოთხე სტადიის ფილტვის კიბო ჰქონდა.

„მანამდე ჩემზე კარგად იყო, არაფერი აწუხებდა... სახლში რომ ვართ, ყველა ცუდად ვართ. გუშინ საავადმყოფოში წავედი და რომ გავედი ქუჩაში, უკვე კარგად ვიყავი“, - ამბობს რუსუდანის მეუღლე, ლევან გაბუნია. ისიც ითხოვს, რომ სადგური დაშალონ და გაიტანონ, მაგრამ: ამას წინათ ვიღაც იყო ასული სახურავზე მაგთიდან. ვკითხე, რა ხდება, მიგაქვთ-მეთქი? არა, გასაძლიერებლად მოვედიო“.

შემოწმება წინასწარ გაფრთხილებით

გამოსხივების კონტროლი გარემოსდაცვით და ზედამხედველობის დეპარტამენტს ევალება, მანვე უნდა დაუწესოს სანქციები ოპერატორებს, თუკი დარღვევა დაფიქსირდა.

მონიტორინგი ასე ტარდება: მოსახლეობა მიმართავს სააგენტოს. მსურველებს შეუძლიათ პირდაპირ ცხელ ხაზზე (153) დარეკონ და ასე მოითხოვონ შემოწმება. სააგენტო, თავის მხრივ, მიმართავს ოპერატორებს, - ხშირად სამივეს, რადგან „მაგთიკომს“, „სილქნეტსა“ და „ბილაინს“ სადგურები უმეტესად ერთად აქვთ, - აფრთხილებს შემოწმების შესახებ და მათივე თანდასწრებით ზომავს გამოსხივების სიმძლავრეს.

მოსახლეობა ბრაზობს, რატომ მოდიხართ ოპერატორებთან ერთადო, მაგრამ მარტო მისვლის უფლება არ გვაქვს, ეს პირდაპირ გვიწერია მთავრობის დადგენილებაში, - ამბობს გარემოსდაცვითი და ზედამხედველობის დეპარტამენტის, გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის უფროსი დიმიტრი ღლონტი.

კითხვას, რამდენად არიან დაზღვეულები იმისგან, რომ ფიჭური სადგურის ელექტრომაგნიტური ველის სიმძლავრე შემოწმებისთვის საგანგებოდ შეიცვალოს, დიმიტრი ღლონტი უპასუხებს:

კარგი კითხვაა, მაგრამ მთლად ეგრეც არ არის, რადგან ძალიან ხშირად მივსულვართ და ნორმაზე მაღალი დაგვხვედრია“.

ხელმოწერები ცარიელ ფურცელზე

კორპუსის მობინადრეები ჰყვებიან, რომ სანამ სადგური სახურავზე არ აიტანეს, არავინ იცოდა მათ თავზე რას დგამდნენ. ფიჭური სადგურის განთავსებაზე „მაგთიკომს“ კორპუსის ამხანაგობასთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, მაგრამ კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ისინი ამხანაგობის თავმჯდომარემ, ბიძინა სამადაშვილმა, მოატყუა და ხელი ცარიელ ფურცლებზე მოაწერინა. ყველამ არა, მაგრამ უმეტესობამ იცოდა“, - ასე უპასუხებს ამხანაგობის თავმჯდომარე ბიძინა სამადაშვილი ამ პრეტენზიას.

მას შემდეგ, რაც მეზობლები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ალაპარაკდნენ, ბიძინა სამადაშვილმა ისევ შეაგროვა ხელმოწერები, ამჯერად ხელშეკრულების გაუქმებისა და სადგურის დემონტაჟის მოთხოვნით.

ბოლო განცხადება 4 ნოემბერს ჩავაბარე. ეძებენ ადგილს, რომ გადაიტანონ. რომ ვერ მოძებნოთ-მეთქი? ყველა ვარიანტში ვეცდებითო“, - ამბობს იგი.

პირველად 2018 წელს შევიტანეთ განცხადება და მას შემდეგ ამას გვეუბნებიან. გავიტანთ, როცა ალტერნატიულ ფართს მოვიძიებთო. რომ ვერ მოიძიონ? ვიღა დაადგმევინებს?“ - კითხულობს რუსუდან სამხარაძე.

როდის აპირებს ან საერთოთ აპირებს თუ არა სადგურის დემონტაჟს, ამაზე „მაგთიკომმა“ რადიო თავისუფლებას არ უპასუხა. იმის საილუსტრაციოდ, რომ სადგურის ანტენების მიერ შექმნილი ელექტრომაგნიტური ველის სიმძლავრე ნორმაშია და მობინადრეებისთვის ხიფათს არ ქმნის, „მაგთიკომმა“ 2017 წლის შემოწმების ანგარიში მოგვაწოდა. ამ სამი წლის წინანდელ დოკუმენტში, მართალია, ნათქვამია, რომ პარამეტრები წესრიგშია, მაგრამ იქვე მითითებულია, რომ სადგური სისტემატურად უნდა მოწმდებოდეს, რადგან ველის ზემოქმედება შეიძლება შეიცვალოს.

თუმცა, მეორე მხრივ, გამოსავალი არც რეგულარული შემოწმებაა, რადგან სახელმწიფოს უფლება არა აქვს კერძო ოპერატორი მისი გაფრთხილების გარეშე შეამოწმოს, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს შესაძლებლობას უსაფრთხოების ნორმების დარღვევა დაფიქსირდეს. ​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG