Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგრელიშვილი: რაც ალეკოს მოსწონს, ჩემთვისაც მოსაწონია, მაგრამ კომპონენტია იმის, რისთვისაც ვიბრძვი 


პარტია „გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი მმართველ პარტიასთან მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ ლაპარაკობს. ის, აგრეთვე, ეხმაურება „მოქალაქეების“ ლიდერის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას. მეგრელიშვილის კომენტარს „რუსთავი 2“ ავრცელებს.

„ჩვენ მივილტვით იქითკენ, რომ შესრულდეს 20 ივნისის მოთხოვნები. 20 ივნისის მოთხოვნები მდგომარეობდა შემდეგში, რომ ამ ქვეყანაში ამიერიდან იყოს ნებისმიერ დონეზე, პარლამენტშიც, ადგილობრივ არჩევნებზეც პროპორციული, ბუნებრივი ბარიერიანი არჩევნები. რაც საშუალებას არავის აღარ მისცემდა, დაეყენებინა ის მდგომარეობა, რაც დადგა 31 ოქტომბერს. მაგალითად ალეკოსთვის თუ ცესკოს რეფორმირება უკვე საკმარისია, ჩემთვის ეს არის ინსტრუმენტი იმ მიზნის მისაღწევად, რაც მე მჭირდება. ანუ ის, რაც ალეკოს მოსწონს, არის ჩემთვისაც მოსაწონი, მაგრამ შემადგენელი კომპონენტი იმის, რისთვისაც მე ვიბრძვი და ამ ბრძოლაში მე მჭირდება სხვა პოლიტიკური პარტიებიც, გარდა ალეკოსი და ამ ბრძოლაში მე მჭირდება „ნაციონალური მოძრაობაც“ კი. ანუ, ეს უნდა იყოს დისკუსიის, მსჯელობის შედეგად შემდგარი კონსენსუსი და არა ერთმანეთისთვის დედის ტ***-ის გინება. ანუ, რეალურად ახლა გვაქვს პრობლემა იმაში, კაციშვილმა არ იცის, ვინ რატომ აგინებს ერთმანეთს დედას“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ორი მანდატით პარლამენტში შევა, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებით ძირეული საარჩევნო ცვლილებები მოხდება. ვიდეომიმართვაში ელისაშვილი აღნიშნავდა, რომ ამისთვის საჭიროა, არჩევნების საკითხზე „გაწიკწიკებული“ დოკუმენტი შეიქმნას. ამავე ვიდეომიმართვაში მან თქვა, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა, მოლაპარაკებებზე საბოტაჟს გეგმავენ, რადგან პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG