Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატის დასათმობად ყველა პროცედურის გავლას აპირებს


ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ღონისძიებაზე დასწრებას არ აპირებს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. მიუხედავად ამისა, როგორც მან „რუსთავი 2“-ს უთხრა, ყველა პროცედურას გაივლის საპარლამენტო მანდატის დასათმობად.

„არა, მასეთ ღონისძიებებზე უკვე სამჯერ მაქვს ხელი მოწერილი. მესმის რომ ოპოზიციური პარტიებისთვის ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაგრამ მე რა პროცედურებიც არის გასავლელი იმისათვის, რომ ბოიკოტის რეჟიმი შევინარჩუნო და პარლამენტში არ შევიდე, ყველა პროცედურას გავივლი ჩემით. თვითონ იმ ცერემონიალზე არ ვიქნები," - თქვა ჯაფარიძემ და დაამატა, - „უბრალოდ არ მიყვარს ასეთი ცერემონიები, 3-ჯერ მოვაწერე უკვე რომ ბოიკოტის რეჟიმში ვარ და არ მგონია კიდევ ვინმესთვის რამე მქონდეს დასამტკიცებელი, რომ ჩემი სიტყვის ერთგული ვარ, რაც მაქვს ნათქვამი იმას დავიცავ“.

ანალოგიური პროცედურების გავლას გეგმავენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ევროპული საქართველო", „ლელო", „სტრატეგია აღმაშენებელი".

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ორი მანდატით პარლამენტში შევა, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებით ძირეული საარჩევნო ცვლილებები მოხდება.

მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს გამართავს პირველ სხდომას

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG