Accessibility links

site logo site logo

შსს: ნიკა მელიას დაპატიმრება გადავდეთ


პოლიციას საავტომობილო გზა აქვს გადაკეტილი შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის III სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის სიახლოვეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შემდეგ, განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამბობს, რომ დროებით გადაიდო ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი აღსრულების ღონისძიება.

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან დაახლოებით ერთი საათის წინ გადადგა. როგორც მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მან მმართველ გუნდათ ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია. გახარიას თქმით, ასეთი ღონისძიება მხოლოდ მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ესკალაციის არანაირი რისკი არ იარსებებს.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში სამართალდამცველები დილას იყვნენ მისულები, თუმცა მათ ენმ-ის ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს.

სასამართლომ 17 თებერვალს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, ნიკა მელია, სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, აქტივისტები და მათი მხარდამჭერები ნაციონალური მოძრაობის ოფისში არიან შეკრებილები და ამბობენ, რომ ნიკა მელიას დასაპატიმრებლად სახელმწიფოს მოუწევს მათზე ძალის გამოყენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG