Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის მონაწილეები პარლამენტთან კარვებს შლიან


საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებმაც მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს, კარვებს შლიან.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პარლამენტის წინ კარვების რაოდენობა კიდევ გაიზრდება:

„აქ გაიზრდება როგორც კარვების, ისე ადამიანების რაოდენობა. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ყველას ხელისუფლებასა და შსს-ში, მინდა ვუთხრა, რომ ამის უფლება მოქალაქეებს აქვთ და საკუთარი გამოცდილებით მინდა ვუთხრა მათ, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, რომ მოეშვით ქარის წისქვილებთან ბრძოლას“.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს. მომდევნო საპროტესტო აქცია-მსვლელობა 26 თებერვალს დაანონსდა.

მანამდე, სამოქალაქო აქტივისტებისა და აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტის წინ კარვები გაიშლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG