Accessibility links

site logo site logo

მარტვილში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“


კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ შეფასებით, მარტვილში მომხდარი ფაქტები დანაშულის ნიშნებს შეიცავს. როგორც კოალიცია აცხადებს, გავრცელებული კადრებიდან ჩანს, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

„8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

დაშავებულებს შორის არიან “TV პირველის” ოპერატორი ალეკო ხაზალია და ჟურნალისტი პაპუნა შუშანია. ჩვენთვის ცნობილია, რომ სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებს ასევე აღენიშნებათ სხეულის დაზიანებები და ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება.

ჟურნალისტები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და აქციას აშუქებდნენ. პროტესტი ჭყონდიდის ეპარქიასთან ორი დიაკვნისთვის მღვდელმსახურების უფლების შეჩერებას მოჰყვა.

გარდა სხეულის დაზიანებისა, გავრცელებული კადრებიდან ჩანს, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „დროული რეაგირებით შეისწავლოს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და სხეულის დაზიანების ფაქტები. სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით შეაჩეროს მედიაზე გახშირებული თავდასხმები".

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში, მას შემდეგ განახლდა, რაც ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეპანემ (კალაიჯიშვილმა) ორი დიაკვანს - კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს ბრძანებით აუკრძალა ნებისმიერ მღვდელმსახურებაში მონაწილეობა. ბრძანების თანახმად, მათ თავად არ ინებეს მიტროპოლიტ სტეფანესთან თანამსახურება.

8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე ადამიანი გადავარდა მეორე სართულიდან. ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულის მოაჯირი მას შემდეგ მოწყდა, რაც ეპარქიის შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ. ამ დროს ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი კრებას მართავდა - პროტესტის ნიშნად კი მიტროპოლიტ პეტრეს მხარდამჭერების ნაწილი აივანზე იყო შეკრებილი. მათთან ერთად იდგნენ ჟურნალისტებიც. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტები.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებულთაგან 3 უკვე კლინიკაშია გადაყვანილი, 2 კი ამ წუთებში გადაჰყავთ. პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG