Accessibility links

site logo site logo

პოლიციამ 6 პირი დააკავა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან


„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქციაზე, რომელსაც მართავდნენ „“ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთისა და „მოძრაობა საქართველოს“ წარმომადგენლები პოლიციამ 6 პირი დააკავა.

დაკავებულებს პოლიცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ჩადენილ დარღვევას, სამართალდამცველების განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ აქცია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის პარალელურად გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ტვ პირველის ეთერში გასული აუდიოჩანაწერის შინაარსი გააპროტესტეს და მოითხოვეს, გამოძიება ამ ჩანაწერის შინაარსთან დაკავშირებით დაიწყოს. აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის ავტომობილს აქტივისტები საპროტესტო შინაარსის მქონე ბანერით გადაუდგნენ. გარდა ამისა, მათ სცადეს გზის სავალ ნაწილზე დაჯდომა, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG