Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ტიკარაძე ასახელებს ვაქცინის შემოსვლის დაზუსტებულ თარიღს


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შაბათიდან, 13 მარტიდან საქართველოში "ასტრაზენეკას" წარმოებული ვაქცინის პირველი ნაკადი, 43 200 დოზა შემოვა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"სწორედ მათი [უნისეფის] დახმარებით დღეს ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, რომ სწორედ მათი დახმარებით საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული წესით და თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია შაბათიდან ვაქცინები ეტაპობრივად მოგვეწოდება", - თქვა მან.

მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანაში შემოვა "ფაიზერის" ვაქცინა, რომლის დაჩქარებულად შემოტანაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ვაქცინაციის დაწყების კონკრეტული თარიღი უცნობია. საქართველოში სულ 71 415 ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელია. ჯანდაცვის სამინისტრო ფიქრობს, რომ მოიცავს ამ ჯგუფის 65%-ს, რაც 46 420-ია.

ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ საქართველოში ვაქცინა თებერვლის შუა რიცხვებიდან იქნებოდა, შემდეგ კი გაირკვა, რომ ეს თარიღი იცვლებოდა. ამ დრომდე არ იყო ცნობილი, კონკრეტულად რა რიცხვიდან შემოვიდოდა ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზა. 13 მარტს შემოტანილი ვაქცინით, პირველ რიგში, ექიმები აიცრებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG